среда, 17 июня 2015 г.

კურსის რეფლექსია


24 მაისს დავიწყეთ ინტელის საგანმანათლებლო კურსი პროექტებით სწავლება ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენებით.პროექტით სწავლება მოსწავლეებს განუვითარებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს და გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში.შევისწავლეთ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები.როგორ განვსაზღვროთ მათი მომზადებისათვის საჭირო სავარაუდო დრო და დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა.პეოექტი დაეხმარება ჩემს მოსწავლეებს  სასწავლო სტანდარტის მიღწევასა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.შევქმენით ჩვენი საქაღალდე თითოეული მოდულის მასალის შესანახად.გავეცანით პორტფოლიოს რუბრიკას.ამ 9 დღის განმავლობაში ნელ-ნელა,ნაბიჯ-ნაბიჯ ვმუშაობდით პროექტზე.შევქმენით სასწავლო პროექტის პრეზენტაცია. ვინაიდან ტრენინგის პარალელურად მქონდა დანერგილი სასწავლო პროცესში პროექტებით სწავლება,მოსწავლეებმა შექმნეს მულტიმედიური პრეზენტაციები,ნახატები,აიღეს ინტერვიუ მეფუტკრესთან, აკეთებდნენ ჩანაწერებს.პროექტით მუშაობა ნაყოფიერი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის.დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ნათია ცინცაძეს ასეთი ნაყოფიერი,დაუზარელი შრომისათვის.

Комментариев нет:

Отправить комментарий