24 მაისს დავიწყეთ ინტელის საგანმანათლებლო კურსი პროექტებით სწავლება ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენებით.პროექტით სწავლება მოსწავლეებს განუვითარებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს და გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში.შევისწავლეთ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები.როგორ განვსაზღვროთ მათი მომზადებისათვის საჭირო სავარაუდო დრო და დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა.პეოექტი დაეხმარება ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.შევქმენით ჩვენი საქაღალდე თითოეული მოდულის მასალის შესანახად.გავეცანით პორტფოლიოს რუბრიკას.ამ 9 დღის განმავლობაში ნელ-ნელა,ნაბიჯ-ნაბიჯ ვმუშაობდით პროექტზე.შევქმენით სასწავლო პროექტის პრეზენტაცია. ვინაიდან ტრენინგის პარალელურად მქონდა დანერგილი სასწავლო პროცესში პროექტებით სწავლება,მოსწავლეებმა შექმნეს მულტიმედიური პრეზენტაციები,ნახატები,აიღეს ინტერვიუ მეფუტკრესთან, აკეთებდნენ ჩანაწერებს.პროექტით მუშაობა ნაყოფიერი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის.დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ნათია ცინცაძეს ასეთი ნაყოფიერი,დაუზარელი შრომისათვის.
среда, 17 июня 2015 г.
კურსის რეფლექსია

воскресенье, 14 июня 2015 г.
მერვე დღე
განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმა,გავუკეთეთ ერთმანეთს უკუკავშირი.ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე და ჩვენი პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე მათთვის შესაბამის დავალებებზე.გეგმაში ჩავწერეთ დიფერენცირებული სწავლებისათვის შესაბამის მითითებებს,ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე.,გავეცანით ფასილიტაციის რესურსებს. შევქმენით ჩვენი კლასის მოსწავლეთა ჯგუფები.განვიხილეთ აქტივობები მოსწავლეთა დაწყვილებისთვის,შევარჩიე ჩემი პროექტისთვის შესაბამისი აქტივობა და შევინახე ჩემს საქაღალდეში.დიდი მადლობა ნათიას ნაყოფიერი მუშაობისათვის!
суббота, 13 июня 2015 г.
მეშვიდე დღე
განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. ვიმუშავეთ შეფასების სტრატეგიებზე.
იმისათვის, რომ მოსწავლეებზე ორიენტირებული მიმდინარე შეფასება დავგეგმოთ, ჩავატარეთ მოკლე განმავითარებელი თვითშეფასება, რაც დაგვეხმარება როგორც ძლიერი მხარეების შენარჩუნებაში, ასევე სუსტი მხარეების გაუმჯობესებაში, შეფასების გეგმის შედგენის პროცესში. ამისათვისგამოყენებულ შევავსეთ გაკვეთლზე გამოყენებული თვითშეფასების რეფლექსია,შევადგინე მსჯელობის რუბრიკა,პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.შევადგინეთ დაკვირვების ჟურნალი.

воскресенье, 7 июня 2015 г.
მეექვსე დღე
პროექტის სწავლებისას მნიშვნელოვანია მოსწავლეებს განუვუთაროთ 21-ე საუკუნის უნარები.ბლუმის მაღალი სააზროვნო უნარები.ყველაზე კარგად ეს მოსწავლის ნაშრომებში ჩანს,. ამიტომაც დღეს შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევრები. გოგლეს დისკზე ავტვირთეთ ,,სასწავლო პროექტის პრეზენტაცია".
</div>
суббота, 6 июня 2015 г.
მეხუთე დღე
განვიხილეთ პროექტის გეგმები.მივეცით უკუკავშირი.ვისწავლეთ საავტორო უფლებების დაცვა.შევქმენით ბიბლიოგრაფიები.ჩამოვტვირთეთ ინტერნეტ-რესურსები, ფოტო,ვიდეო და აუდიო ხმები და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში.
воскресенье, 31 мая 2015 г.
მეოთხე დღე
დღეს ვისაუბრეთ შეფასების სტრატეგიებზე. გავიგეთ,რომ შეფასების სტრატეგიები 5 ძირითად კატეგორიად შეიძლება დაიყოს. ვიმუშავეთ შეფასების მეთოდებსა და მიზნებზე. შევქმენით მოსწავლეთა საჭიროებების გამოსავლენი ინსტრუმენტი.შევქმენით სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შაბლონი.ვისწავლეთ ფაილის ინტეგრირება. ძალიან ნაყოფიერი და შრომატევადი დღე იყო.
суббота, 30 мая 2015 г.
მესამე დღე
დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო.ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ პროექტის გეგმის შედგენაზე.ბლუმის ტაქსონომიის გამოყენებით დავსახე მიზნები და ამოცანები.შევარჩიეთ სტანდარტები.ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო სიტყვებზე.შევავსეთ მიმართულების მიმცემი, ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
вторник, 26 мая 2015 г.
მეორე დღე
პროექტებით სწავლება ხელს შეუწყობს ჩემს მოსწავლეებს განუვითაროს სააზროვნო უნარები და გაზარდოს მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში.ვიმუშავეთ viewer -is sistemaSi.გავხსენით საქაღალდე და ქვესაქაღალდეები,რაც დაგვეხმარება იმ მასალების თავმოყრაში,რომელიც დაგვეხმარება პროექტებზე მუშაობის დროს. დღევანდელი დღის მიზანი იყო პუბლიკაციების შექმნა, შევქმენით პუბლიკაცია,ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო.
Подписаться на:
Сообщения (Atom)